სამეცნიერო კონფერენცია: „ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე“
9 დეკემბერი 2021 წელი
2022 წლის 10-11 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, SEU-ში, „ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე“. „ევროპის მწვანე შეთანხმება“ (European Green Deal) არის არამხოლოდ კლიმატმეგობრული გარემოს შექმნის მცდელობაა, არამედ ეკოაზროვნების სრულიად ახალი ევროპული წესრიგი, რომელსაც უდიდესი ზეგავლენა ექნება ევროკავშირის სამეზობლო ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოზეც. აღნიშნული პროცესების ფონზე მიმდინარეობს საქართველოს საკანონმდებლო რეფორმა, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ე.წ. „შეხედულებათა ცვლილების“ და პოლიტიკურ-საკანონმდებლო დაახლოებას ითვალისწინებს.
სრულად