სამაგისტრო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ წარდგენა
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ პრეზენტაციაზე პროგრამის მიზნები, ამოცანები და განხორციელების პირობები წარმოადგინა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, პროგრამის „კერძოს სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ხელმძღვანელის მოადგილე (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)) სელმა ულრიხსი, პროფესიული უნარების სააგენტოს სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ლიდერი ნიკოლოზ მესხიშვილი, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და დამსაქმებლები ესწრებოდნენ.