საზაფხულო სკოლა „ფორმალური ლოგიკის კანონების გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში“
9 ივლისი 2019 წელი
საზაფხულო სკოლა „ფორმალური ლოგიკის კანონების გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში“
2-14 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას განათლების მიმართულების სტუდენტებისა და მასწავლებლობის სტატუსის მაძიებელი პირებისთვის: „ფორმალური ლოგიკის კანონების გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში“. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ლოგიკის, როგორც თეორიული მეცნიერების საფუძველზე სწავლა-სწავლების ახალი მოდელის შემუშავებას, რომელიც მიმართული იქნება სწავლისა და სწავლების პროცესის დახვეწისა და გაუმჯობესებისკენ, ასევე მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ. საზაფხულო სკოლა იმართება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში. სკოლას წარუძღვებიან ბსუ-ს სპეციალისტები, ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე; ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის განათლების მაგისტრი, ბსუ-ს ფილოსოფიის ბაკალავრი, იმედა იაკოვენკო; ასევე განათლების მოწვეული ექსპერტები: პაატა პაპავა და სიმონ ჯანაშია.
სრულად