ჩინური ენის კურსები ბსუ-ში
27 სექტემბერი 2018 წელი
ჩინური ენის კურსები ბსუ-ში
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, უკვე მეორე წელია, არჩევითი სასწავლო კურსის სტატუსით, ჩინური ენის სწავლება მიმდინარეობს. ბსუ-ს სტუდენტებს საშუალება აქვთ ენის შესწავლა სრულიად უფასოდ, თავისუფალი კრედიტების სახით, ნულოვანი დონიდან დაიწყონ. ჩინურ ენას სტუდენტები დაეუფლებიან საქართველოში გამოცემული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს - „ჩინური ენის პრაქტიკული კურსისა“ და აუდიო მასალების მეშვეობით. ისინი ენასთან ერთად, ჩინურ კულტურას, ტრადიციებსა და ისტორიას გაეცნობიან.
სრულად