პროფესორი გურამ თევზაძე გარდაიცვალა
3 სექტემბერი 2018 წელი
პროფესორი გურამ თევზაძე გარდაიცვალა
86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და აკადემიური საბჭოს წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ემერიტუსი, ცნობილი მეცნიერი გურამ თევზაძე. პროფესორი გურამ თევზაძე 2005 წლამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნინვერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. აღიარებულმა ფილოსოფოსმა შექმნა თანამედროვე ქართული ფილოსოფიური სკოლა და უდიდესი წვლილი შეიტანა ახალი თაობის მეცნიერების აღზდაში. პროფესორი გურამ თევზაძე ავტორია 218 ნაშრომის, მათ შორისაა: „ანტიკური ფილოსოფია“, „შუა საუკუნეების ფილოსოფია“, „აღორძინების ეპოქის ფილოსოფია“, „ახალი ფილოსოფიის ისტორია“, „XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია“, „იმანუელ კანტი“, „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“, „ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა“, „ვალენტინ ვაიგელი“„თეოფრასტე პარაცელსი“ და სხვ.
სრულად