კონკურსი - „ქართული კალიგრაფია“
26 მარტი 2018 წელი
კონკურსი - „ქართული კალიგრაფია“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უკვე მეორედ აცხადებს კონკურსს - „ქართული კალიგრაფია“. კონკურსის მიზანი ხელით წერის კულტურისა და მონაწილეთა შემოქმედებითი უნარის განვითარებაა, ასევე ქართული ანბანის განსაკუთრებულობის წარმოჩენაა. „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ - ამ დასახელებით შევიდა (2016 წ.) იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანის სამი სახეობა - მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული.
სრულად