ბსუ-ს პირველკურსელთა რეგისტრაცია!
27 აგვისტო 2020 წელი
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების (შემდეგში „პირველსემესტრელები“) რეგისტრაცია (ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა, აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია - სწავლის საფასურის გადახდა) იწარმოებს ბსუ-ს ფაკულტეტების მიხედვით 2020 წლის 7 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით (კვირის გარდა) პერიოდში, 10:00-დან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის N35/რუსთაველის ქ. №32 (შესასვლელი ბულვარის მხრიდან), ბსუ-ს II კორპუსი, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი.
სრულად