ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ENCEMA 2025“
28 თებერვალი 2025 წელი

ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ENCEMA 2025“
2025 წლის იანვარში ბსუ-ში ჩატარებული კონკურსის: „უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მისაღებად" გამარჯვებული ნაშრომი „სკოლა-საწარმო-უნივერსიტეტის თამანშრომლობა საბუნებისმეტყველო განათლების მიზნების ეფექტური განხორციელებისთვის“ წარდგენილ იქნა შვეიცარიაში, ქ. ბერნში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ENCEMA 2025“. ნაშრომი მომზადდა ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ, ხოლო კონფერენციაზე ნაშრომი წარადგინა ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, რუსუდან ხუხუნაიშვილმა. კვლევა ეხება ინოვაციური მიდგომების დანერგვას საბუნებისმეტყველო განათლებაში და ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს - „ხარისხიანი განათლება“.
სრულად