მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის კონფერენცია
28 ნოემბერი 2016 წელი
მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის კონფერენცია
მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის კონფერენცია
მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის კონფერენცია
პარიზში გამართულ მე-18 სამეცნიერო ფორუმში „ეკონომიკისა და ბიზნესის მენეჯმენტი“ (ICEBM), მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა. ქართველმა მომხსენებელმა ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხა თემაზე: „საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემების კონკურენტუნარიანობის გაზრდა და განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ეტაპზე“. ასისტენტ პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა ასევე სამეცნიერო სესიის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში, სემინარებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებში. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა პარიზში (საფრანგეთი) მეცნიერების, ინჟინერიის და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის (WASET) ორგანიზებით.
სრულად