ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სტუდენტური კონკურსი - „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ კონკურსში - „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით იმართება. კონკურსში საქართველოს მასშტაბით კონკურსში დარეგისტრირებული იყო 100 გუნდი (400 სტუდენტი), რომელთაგან ბსუ-ს სტუდენტებით დაკომპლექტებული იყო ორი ნაკრები: „კრეატივი“ (დავით ბალაძე - კაპიტანი, თემურ ირემაძე, მართა ბალაძე, ამირან აბაშიძე) და „შხარა“ (ნინო ბასილაძე - კაპიტანი, მაგდა აბულაძე, შორენა აბუსელიძე, გიორგი ართმელაძე). ორივე გუნდმა წარმატებით იასპარეზა სამ ეტაპზე და მონაწილეობას მიიღებს 8 მაისს, თბილისში  დაგეგმილ ნახევარფინალში.

კონკურსში მონაწილე სტუდენტები დავით ბალაძე და მართა ბალაძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები არიან, ამირან აბაშიძე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს წარმოადგენდა, ხოლო დანარჩენი 5 სტუდენტი იურიდიული ფაკულტეტს.

კონკურსის „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და არსებული სოციალური საწარმოებისათვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა