ბსუ-ს სტუდენტთა თავისუფალი და სამეცნიერო პროექტების კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ეკონომიკური დებატები - ბსუ 2019“ დაიწყო. სტუდენტური ინიციატივა მიზნად ისახავს სხვადასხვა უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებს შორის ფორმალური დებეტების საშუალებით ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას, საჯარო გამოსვლებისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროექტის ავტორია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ნესტან ვარშანიძე. პროგრამა ითვალისწინებს საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და დებატების ტურნირის ჩატარებას. აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“, ხოლო ტურიზმის ინსტიტუტის დირექტორმა მამუკა ბერძენიშვილმა მოხსენება - „ტურიზმის პოლიტიკა - არასეზონურობა“ წარადგინა.
პროექტი ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, „მარდი ჰოლდინგისა“ და „ალუბალის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებათა განრიგი:
11აპრილი:
● 10:00 - 10:30 - პროექტის გახსნა, შეხვედრა ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან
● 10:30 – 12:00 - საჯარო ლექცია - მომხსენებელი ვლადიმერ პაპავა (თსუ-ს პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი)
● 12:30 – 14:00 - საჯარო ლექცია - მომხსენებელი მამუკა ბერძენიშვილი (ტურიზმის ინსტიტუტის დირექტორი)
● 15:00 – 18:00 - მონაწილეებისათვის - ტრენინგი დებატების ტექნიკაში
12 აპრილი:
● 10:30 – 12:00 - საჯარო ლექცია - მომხსენებელი ტიტე აროშიძე (აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი)
• 12:30 – 14:00 - საჯარო ლექცია - მომხსენებელი ტატო ხუნდაძე (სოციოლოგი, პირველი არხის ანალიტიკოსი)
13 აპრილი:
● 11:00 – 17:00 - დებატების ტურნირის შესარჩევი ეტაპი
14 აპრილი:
● 10:00 – 11:00 - ნახევარფინალური მატჩები
● 12:30 – 13:30 - ფინალური მატჩი
● 14:00 – 16:00 - დაჯილდოების ცერემონია
უკან |