აკადემიკოსს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატ ვლადიმერ პაპავას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში, ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და მომავალი თაობების აღზრდაში. იგი 261 სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, ლიცენზიისა და პატენტის ავტორია.
უკან |