ქალაქ ბათუმის მუნიციპალიეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებისა და ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით ქალაქ ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ონლაინ შეხვედრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |