ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსი ახალგაზრდა ეკონომისტებისთვის

სურათი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს კონკურსს ბაკალავრიატის III-IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. დაინტერესებულმა კანდიდატმა დავალების შესასრულებლად უნდა გამოაგზავნოს არჩეული თემის პირველადი წინადადება და აბსტრაქტი/რეზიუმე. ეროვნული ბანკის ინიციატივის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტების გამოვლენა და მხარდაჭერა.

 

დაინტერესებულ სტუდენტებს საკვლევი თემის შერჩევამდე შესაძლებლობა ექნებათ:

  • კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან;
  • მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა,    გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.

ნაშრომის გაგზავნის ვადები:
პირველადი წინადადება და აბსტრაქტი/რეზიუმე 2021 წლის 29 ნოემბრამდე.უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე - youngeconomists@nbg.gov.ge

   ჯილდო:

  1. 3-თვიანი ანაზღაურებადი (1000 ლარი, დარიცხული) კვლევითი სტაჟირება.
  2. საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანის, ამოცანის, გადაჭრის გზებისა და საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საშუალებით,  შესაბამისი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.
  3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გაატარებენ ერთ სრულ სამუშაო დღეს, დაესწრებიან პრეზიდენტის ყველა საქმიან შეხვედრას და მონაწილეობას მიიღებენ ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში.
  4. ორივე გამარჯვებულის შესახებ ეროვნული ბანკი გადაიღებს ვიდეო-პროფილს, სადაც ისინი ისაუბრებენ თემის შესახებ.


კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა