ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

კონკურსი სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის აცხადებს კონკურსს სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტებმა 2021 წლის 25 ნოემბრიდან 02 დეკემბრის ჩათვლით ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით („წერილი კანცელარიას, რექტორის სახელზე“) უნდა წარადგინონ:

ა) საკონკურსო დოკუმენტაცია - (დანართი 2);

ბ) სტუდენტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - (დანართი 3);

გ) სტუდენტის ავტობიოგრაფია (CV) -  (დანართი 4);

დ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის და აკადემიური მოსწრების შესახებ (სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებში „საშუალო შეწონილი“ ფორმულით კონკურსის მიღებული 91 ქულის და მეტის მითითებით);

ვ) არანაკლებ ერთ რეკომენდაცია ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირისგან (რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის აკადემიურ აქტივობას);

ზ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის/პუბლიკაციის დედანი ან დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი და სხვ.) მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერტიფიკატის და სხვ. დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაცია  არ განიხილება (კონკურსანტი არ შეფასდება და მოიხსნება კონკურსიდან) შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია;

ბ) თუ კონკურსანტის წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით შედგენილი (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა. შ.) ან არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით;

გ) კონკურსანტს შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი;

დ) კონკურსანტი აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტია ან შესრულებული აქვს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნები (მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია).

კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 03 დეკემბრიდან 06 დეკემბრის ჩათვლით.

შედეგები გამოქვეყნდება  არაუგვიანეს  2021 წლის 10 დეკემბრისა.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბსუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებულია სამი სახელობითი სტიპენდია:

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის:

  1. ვახტანგ პაპუნიძის სახელობის სტიპენდია.

საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის:

  1. გივი გამსახურდიას სახელობის სტიპენდია;
  2. ვალერიან მელქაძის სახელობის სტიპენდია.
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა