ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ვაჟა ვერულიძის საჯარო ლექცია თემაზე: „ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების გავლენა ექსპორტისა და ეკონომიკის ზრდაზე“

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა ვაჟა ვერულიძემ, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე:  „ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების გავლენა ექსპორტისა და ეკონომიკის ზრდაზე“.

მომხსენებელმა ისაუბრა, ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ძირითად გამოწვევებზე,  საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული სიკეთეების სრულად გამოუყენებლობაზე, ქართული ბიზნესისა და მომხმარებლის მზაობაზე, გაითვალისწინოს ევროკავშირის რეგულაციები, ასევე ეკონომიკის მოდერნიზაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებზე ევროკავშირში. მომხსენებელმა, საქართველოს საგარეო ვაჭრობის შედეგების ანალიზის საფუძველზე, ისაუბრა ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გავლენის ხარისხზე ეკონომიკისა და ექსპორტის ზრდაზე.

ლექციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა