ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ანა სიხარულიძე გაცვლითი პროექტის „Active Generation”–ის მიერ შერჩეული ერთ–ერთი მონაწილე გახდა საქართველოდან

სურათი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ანა სიხარულიძე, ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის „Active Generation”–ის მიერ შერჩეული ერთ–ერთი მონაწილე გახდა საქართველოდან. „აქტიური თაობა“ არის მოკლევადიანი საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროქტი, რომელიც გაიმართება სტამბულში და მიზნად ისახავს  ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარებას და გაძლიერებას სოციალური მეწარმეობის კუთხით.

აღნიშნული აქტივობა ეფუძნება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, რომლის განმავლობაში მონაწილეები განივითარებენ საჭირო უნარებს, მიიღებენ გამოცდილებასა და ცოდნას, რაც აუცილებელია მათი ინიციატივების პრაქტიკაში განსახორციელებლად.

პროექტი ფინანსურად სრულად მხარდაჭერილია ევროკომისიის პროგრამის ,,ERASMUS+“-ის  მიერ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა