ჩერნიგოვის ნაციონალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (უკრაინა) რექტორი, პროფესორი სერგეი შკარლეტი, მიხაილ ბალუდიანსკის სამეცნიერო საზოგადოების (სლოვაკეთი) პრეზიდენტი, პროფესორი მიხაილ ვარხოლა, უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებითსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის გლობალური ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელი ნატალია ვდევენკო, ჩერნიგოვის ნაციონალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ოლგა რუდენკო ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორის მოადგილესთან, პროფესორ ნათია წიკლაშვილთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს.
ჩერნიგოვის ნაციონალურ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საზაფხულო სკოლებისა და ონლაინკონფერენციის ჩატარება. მხარეთა შეთანხმებით, გამოიცემა ერთობლივი მონოგრაფიები და ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები. გარდა ამისა, სადოქტორო ნაშრომების საერთაშორისო რეცენზირებისა და აპრობაციის პროცესში ჩაერთვებიან უკრაინელი და სლოვაკი კოლეგები.
უკან |