ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა მონაწილეობა მიიღო მე-12 სამეცნიერო კონფერენციაში „ეკონომიკური თეორიისა და პოლიტიკის განვითარება“ (ქ. ბილბაო, ესპანეთი). მკვლევარმა სესიაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „რეგიონული ბიუჯეტის საფინანსო-ეკონომიკური მდგრადობის შეფასების მეთოდი“. მომხსენებლმა განიხილა მაჩვენებელთა სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა რეგიონული საბიუჯეტო პროცესის ხარისხის შეფასებისა და განვითარების დარღვევის გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა. კვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციების და წინადადებების პრაქტიკული რეალიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავებას. გარდა ამისა, შესაძლებელია კვლევის შედეგების გამოყენება ეკონომიკური პროფილის დისციპლინების სწავლების დროს .
პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა კონფერენციაში მონაწილეობა აჭარის ა.რ რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2015 წლის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მიიღო. სესია 25-26 ივნისს ბასკეთის მხარის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |