ევროკავშირის Tempus-ის პროექტის: “ინტერნაციონალიზაციითვის ხელშეწყობა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მეზობელ აღმოსავლეთის ქვეყნებში, კულტურული და სტრუქტურული ცვლილებების გზით PICASA“ ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულმა პროექტის სამუშაო ჯგუფმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის ელემენტების განვითარების, კურიკულუმის, სტუდენტთა გაცვლისა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთნ თანამშრომლობის ამოქმედების საკითხები გააცნო. საერთაშორისო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერ-კულტურულ და საერთაშორისო პერსპექტივებს, ინიციატივებს და მათი ხარისხის უზრუნველყოფას.
უკან |