ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

თანამშრომლობის მემორანდუმი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან

სურათი

აჭარის ა.რ. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი დავით ბალაძე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. უწყების პირველმა პირმა მომავალ ეკონომისტებს სამინისტროს პროექტები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო. ბათუმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალის ბაზაზე შეიქმნება გადამზადების პროგრამა, სადაც ეკონომიკის მიმართულებისა და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები საჯარო სექტორში დასაქმებისათვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გაივლიან. შეხვედრის ფარგლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ვლადიმერ ღლონტმა და აჭარის ა.რ. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა დავით ბალაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეთა შეთანხმებით, ეკონომიკისა და ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები პრაქტიკასა და სტაჟირებას გაივლიან პარტნიორ დაწესებულებაში. ინიციატივა ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას, პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფას. ხელშეკრულების მიხედვით, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ხელს შეუწყობენ სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურების საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებას და აქტიურად ჩაერთვებიან უწყების ინიციატივით ჩატარებულ სოციალურ კვლევებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა