ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის საერთაშორისო კონსორციუმის შექმნასთან დაკავშირებით. (The International Consortium of Educational-Scientific Cooperation). შეთანხმება გაფორმდა საქართველოს (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი), პოლონეთის (ვარშავას მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა), სლოვაკეთის (უსაფრთხოების მენეჯმენტის უნივერსიტეტი კოშიცეში და კოშიცეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი), ჩეხეთისა (ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში) და უკრაინის (ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის. კონსორციუმის მიზანია საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობა, ინოვაციებისა და მიღწევების გაზიარება, საგანმანათლებლოს პროცესის ერთობლივი სრულყოფა, განათლების ხარისხის ამაღლების პროცესში ურთიერთხელშეწყობა, საერთო სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება, სამეცნიერო მიღწევათა და თანამედროვე კვლევათა ურთიერთგაზიარება, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლა, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციებისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება და ა.შ.
საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის საერთაშორისო კონსორციუმის წევრობა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის. ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდა უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ბადრი გეჩბაია.
უკან |