ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები - 2017“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს 29-30 სექტემბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები - 2017“. მონაწილეებმა ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსების აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები  და პრეზენტაციები წარმოადგინეს თანამედროვე ეკონომიკის, პოლიტიკის და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესებისა და ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხების სექციებში.

მომხსენებლებმა კონფერენციაზე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: საქართველოს საბაჟო პოლიტიკა და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობის ანალიზი, საბანკო რისკებისა და კონკურენციის შეფასების მეთოდები და მოდელები, საინვესტიციო მიმზიდველობა აჭარის რეგიონში, ტურიზმის პოლიტიკა საქართველოს სასტუმროთა ქსელში, ხარისხის მენეჯმენტის სრულყოფის საკითხები თანამედროვე კომპანიებში, შრომის ბაზრის თავისებურებანი  და სხვა. 

სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებსა და სექციის ხელმძღვანელებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა