ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

უჟგოროდის (უკრაინა) ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა ალექსანდრე როგაჩიმ და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატმა ვიტალი სერჟანოვიმ შეხვედრები გამართეს ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ადმინისტრაციასთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.

შეხვედრები ბსუ-სა და უჟგოროდის ეროვნულ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ თანამშრომლობას შეეხებოდა. დელეგაციის წევრებმა ბსუ-ს ევროპულ უნივერსიტეტთა კონსორციუმში გაწევრიანება შესთავაზეს,  ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიზნით.

უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა