კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ მესამე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. ასოცირებულმა პროფესორებმა: ია მესხიძემ, დარეჯან ჩხუბაძემ, გიორგი აბუსერიძემ, ასისტენტ პროფესორმა ნატო ჯაბნიძემ ორდღიან სესიაზე სამეცნიერო მოხსენებები წარადგინეს დარგის აქტუალურ საკითხებზე და უცხოელ კოლეგებს ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევების შედეგები გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში დამყარდა მჭიდრო კავშირები შესაბამის დეპარატმენტებთან და დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები.
უკან |