ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სამუშაო ვიზიტი ბელორუსიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტის ინსტიტუტის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი 29 ნოემბრიდან - 3 დეკემბრამდე ქალაქ მინსკში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით. ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ვლადიმერ აპანასოვიჩთან, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ გენადი ხაცკევიჩთან და ბელორუსიის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მენეჯმენტის, მარკეტინგის და მეწარმეობის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ალექსეი დანილჩენკოსთან გამართულ შეხვედრებზე განისაზღვრა სამომავლო გეგმები. დაიგეგმა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობა, ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა განხორციელება და სამეცნიერო სიმპოზიუმის ჩატარება თემაზე: „საქართველო-ბელორუსიის ეკონომიკური თანამშრომლობა: რეალობა, პერსპექტივები და თანამედროვე გამოწვევები“.

მხარეთა შეთანხმებით, პროფესორ-მასწავლებლები ერთმანეთს ეკონომიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების და ეკონომეტრიკის სწავლებისა და სასწავლო კურსების განხორციელების პროცესში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას გაუზიარებენ.

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ტენდეციები“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა