ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სტუდენტთა V სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სურათი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა V სამეცნიერო კონფერენციაში - „ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში“ - მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა დავით ფარტენაძემ სესიაზე მოხსენება „საარჩევნო პლაკატები და სლოგანები, როგორც ღირებულებათა ტრანსფორმაციის ინდიკატორი“, ხოლო ამავე ფაკულტეტის სტუდენტმა ნესტან ვარშანიძემ და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ხატია ტაკიძემ მოხსენება „ანგარიშვადებულება და გამჭვირვალობა - ბიძგი ტრანსფორმაციისა“ წარმოადგინეს. კონფერენცია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა