ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენლები იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტებს შეხვდნენ.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სტუდენტებს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, სადაც სტუდენტებმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
უკან |