ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„მომსახურების სტანდარტები ტურიზმის ბიზნესში“

სურათი

5-12 მარტს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I კურსის დოქტორანტმა და მოწვეულმა მასწავლებელმა სალომე ხინიკაძემ  მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ქალაქ ოპოლეში გამართულ ტრენინგში - „მომსახურების სტანდარტები ტურიზმის ბიზნესში“. ცნობილმა პოლონელმა ექსპერტმა თომაშ კრავშიკმა სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტულ დესტინაციებზე მომუშავე 44 სპეციალისტს მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები და რეგულაციები გააცნო. სწავლებისას ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტები, სასტუმროს ვარსკვლავების მინიჭების საკითხი და სხვ. ტრენინგის მონაწილეები ჩაერთვნენ ინტერაქტიულ სიმულაციებში და ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.

ტრენინგი პოლონური ლიდერი ტურისტული კომპანიის „ITAKA“ და საკონსულტაციო ფირმის „Stainer Consulting” ორგანიზებით ჩატარდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა