27 სექტემბერი 2018 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_10887_1_s.jpg)
ერასმუს+ PAWER-ის (“Paving the way to interregional mobility and ensuring relevance, quality and equity of access)” პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „სწავლის შედეგები და მობილობის ხელშეწყობა“. ტრენერებმა ლია დავითაძემ და ნუგზარ ღომიძემ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებსა და აკადემიურ პირებს ისეთი აქტუალური საკითხები გააცნო, როგორიცაა: სწავლის შედეგების დაგეგმვა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სილაბუსებში, სტუდენტთა მობილობის მნიშვნელობა და ხელშეწყობის მექანიზმები, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურები.