ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა რაოდენობრივი რისკის მართვის საკითხებზე

სურათი

რაოდენობრივი რისკის მართვის საკითხებზე ნორვეგიულ-ქართულ-რუმინულ-მოლდავურ-უკრაინული საზაფხულო სკოლა გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორი კვირის განმავლობაში ქართველი და უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ რისკის მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებზე, განიხილება რისკის მართვა სოციალური და პოლიტიკური ორგანიზაციების, ხელოვნების, განათლების, ეკოლოგიის, ბიზნესისა და სხვადასხვა მეცნიერების მიმართულებაში. ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი სტუდენტები განიხილავენ კონკრეტულ შემთხვევებს,  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დონეზე შეისწავლიან და გაანალიზებენ რისკის მართვას. სწავლების დასასრულს მონაწილეები საზაფხულო სკოლის მუშაობის ანგარიშს და სახელმძღვანელოს წარმოადგენენ.

საზაფხულო სკოლა საგრანტო პროექტის „კვალიფიციური კოლაბორატიული პროგრამა კვლევაზე დაფუძნებული განათლებისათვის მრეწველობასა და მომსახურების სფეროში იმ რისკების მენეჯმენტის შესახებ, რაც გამოწვეულია გლობალური ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გარემო პირობების ცვლილების გავლენის შედეგად: გაუმჯობესებული გამოცემა“ (CPEA-LT-2016/10003) ფარგლებში ტარდება.

საგრანტო პროექტის მიზნებია:

• ნორვეგიულ-უკრაინულ-ევრაზიული საგანმანათლებლო და კვლევითი თანამშრომლობის ჩამოყალიბება რაოდენობრივი რისკების მართვის სფეროსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში; მაგალითად, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება რისკისა და გაურკვევლობის პირობებში;

• უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და ნორვეგიის უნივერსიტეტების სტაბილური ქსელის ჩამოყალიბება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ერთობლივი სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებისა და კურსების შემუშავება და განხორციელება რაოდენობრივი რისკების მართვის სფეროში.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა