ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ესტონელი პარტნიორების ვიზიტი CURE-ის ფარგლებში

სურათი

ერასმუს+-ის პროექტის ,,კურიკურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების განვითარების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ (,,Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and in Georgia“ – CURE) თანამშრომლობითი შეფასების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს CURE-ს ესტონელი პარტნიორები ეწვივნენ. იან ტონისონის ინსტიტუტის სამოქალაქო განათლების ცენტრის წარმომადგენლები, CURE-ს ინსტიტუციური მენეჯერი ესტონეთში სულევ ვალდმაა და კურიკულუმის ექსპერტი ურვე ლაანემეტსი  პროექტის მონაწილეებს შეხვდნენ და პროექტის მიმდინარე შედეგები განიხილეს. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის სპეციალური (სმს) მობილობის მონაწილეებთან. სტუმრები ,,სამოქალაქო განათლების მეთოდიკის“ სასწავლო კურსის ფარგლებში ჩატარებულ პრაქტიკულ მეცადინეობას დაესწრნენ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა