7 მარტი 2019 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_11925_1_s.jpg)
ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები გაიმართა. ფაკულტეტის 58-წევრიანი საბჭოდან კენჭისყრაში მონაწილეობა 51-მა ამომრჩეველმა მიიღო. ფაკულტეტის დეკანად 51 ხმით არჩეულია ასოცირებული პროფესორი ლელა თურმანიძე.