15 მაისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კიბერ უსაფრთხოების ბანაკი გაიხსნა. კიბერ-უსაფრთხოების ბანაკი ბათუმის ამერიკული კუთხისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია, რომელიც 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ინტენსიურ, 90-საათიან, სასწავლო კურსს თავაზობს. ბანაკის მონაწილეები პროფესიონალი ტრენერების დახმარებით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს იცოდნენ მეტი ონლაინ რისკების, პირადი ინფორმაციის დაცვისა და სპეციალური კომპიუტერული პროგრამის შესახებ.
ბანაკში მონაწილოების მისაღებად ონლაინ რეგისტრაციისა და გასაუბრების შედეგად 30 მონაწილე შეირჩა. 12 სამუშაო დღის მანძილზე კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პერსონალი ჩაუტარებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. პროექტის წარმატებული მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობას თბილისში დაგეგმილ „ჰაკათონის“ ეროვნულ შეჯიბრში, რომელშიც მონაწილეთა ჩართულობას ამერიკული კუთხე უზრუნველყოფს.