21 ივნისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა კრაკოვის პედაგოგიკური უნივერსიტეტის დელეგაცია. შეხვედრას ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების დასახვას წარმოადგენდა. დელეგაციას სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონისა და უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.