17 ივლისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ პაატა კერვალიშვილის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო. შეხვედრაზე პროფესორმა თემებზე: „ბირთვული გამოსხივების ბორის იზოტოპების ლეგირებული ნახევარგამტარული სენსორები“ და „ ბიო ნანონაწილაკების ვიბრაციული თვისებების შესწავლა ოპტიკური სპექტომეტრით“ ისაუბრა.
პაატა კერვალიშვილის საჯარო ლექციები 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. შეხვედრები ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.