22 აგვისტო 2019 წელი
22-23 აგვისტოს, სტამბულში, ბეიკენტის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “სწავლის შედეგები და სწავლების ხარისხი უმაღლეს განათლებაში.” ღონისძიება უნივერსიტეტის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა და იგი განიხილება, როგორც დასაწყისი კონფერენციათა ციკლისა, რომელიც განკუთვნილია ტექნოლოგიური და გარემოს განვითარების კვალდაკვალ უნივერსიტეტის სტუდენტთა სწავლებაში ახალი მეთოდებისა და ტენდენციების აღმოჩენაზე.
ღონისძიების სპიკერები იყვნენ თურქეთის უმაღლესი განათლების ხარისხის საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი მუზაფერ ელმასი, ბეიკენტის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მურათ ფერმანი და ფაკულტეტის დეკანი ვეისელ ბათმაზი. უნივერსიტეტის მმართველი გუნდის მიერ კონფერენციაზე მოწვეული იყო თურქეთის მეზობელი ქვეყნებისა და გაერთიანებული სამეფოს აკადემიური სფეროს ექსპერტები, უმაღლეს განათლებაში პედაგოგიკის მოდელებისა და აკადემიური გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლელა თურმანიძე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნანა მაზმიშვილი, შემდეგი თემებით: “მათემატიკური უნარებისა და კომპეტენციების განვითარება საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებების კურიკულუმებში” (ლელა თურმანიძე) და “უმაღლესი განათლების რეფორმა და სწავლებისა და შეფასების მეთოდების რელევანტურობა საქართველოში” (ლელა თურმანიძე, ნანა მაზმიშვილი). მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კონფერენციის მსვლელობისას შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს და სამომოვალო გეგმები დასახეს.