18 ივლისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორმა იაშა დიასამიძემ სემინარზე წიგნი „ალგებრის ამოცანათა კრებული“ წარადგინა. მოცემული კრებული დაწერილია ბსუ-ში არსებული სილაბუსების მიხედვით და შედგება 21 პარაგრაფისათვის. თითოეულ პარაგრაფში მოცემულია თეორიული მასალა დამტკიცების გარეშე, დაწვრილებით ამოხსნილია ტიპიური მაგალითები, მოცემულია მაგალითები, შესაბამისი პასუხებით. წიგნი განკუთვნილია დამოუკიდებლად მომუშავე სტუდენტებისათვის.