17 ივლისი 2019 წელი
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო სვანიძემ სემინარი ჩაატარა თემაზე: „აჭარის მოსახლეობის მოკვდავობის ცხრილი: ისტორიული მონაცემების სტატისტიკური შეფასება და მომავლის პროგნოზირება“. მოპოვებული სტატისტიკური ინფორმაციაზე დაყრდნობით და შესაბამისი გაანგარიშებების, დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემების ურთიერთკავშირის შესახებ არსებული კვლევების შესწავლის საფუძველზე აგებული იქნა აჭარის მოსახლეობის მოკვდავობის პერიოდული ცხრილი ხუთწლიანი ინტერვალით 1960, 2002 და 2014 წლებისათვის.
2002 და 2014 წლის მოკვდავობის ცხრილის მონაცემების მიხედვით დადგენილი იქნა მოსახლეობის ასაკობრივი ცვლილების გავლენა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოკვდავობის ცხრილის მონაცემებით განისაზღვრა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (15+; 65) ასაკობრივი ჯგუფის მოკვდავობის მაჩვენებელი, რაც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ჩატარდა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მაჩვენებლების ურთიერთზემოქმედების რეგრესული ანალიზი.