ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

„Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის საერთაშორისო კონფერენცია და კონსორციუმის სამუშაო შეხვედრები

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობით ,,Erasmus +“-ის საგრანტო პროექტის ,,უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა" (ABC) ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია და კონსორციუმის სამუშაო შეხვედრები იმართება. ოთხდღიანი კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა,  პროექტის კოორდინატორმა ნინო ცინცაძემ, დოქტორმა იზაბელ ამარალმა და დოქტორმა მარლენ იანსენმა გახსნეს. პროექტის ,,უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა" მიზანია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიული განვითარების ხარისხიანი კურსებისა და პროგრამების შეთავაზებით ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიის განვითარება/გაძლიერება პროექტის პარტნიორ ქვეყნებში (ისრაელი, საქართველო, ბოსნია და ჰერცოგოვინა).

პროექტი ასევე ითვალისწინებს ქართულ უნივერსიტეტებში ენისა და მეტყველების თერაპიის ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებას და აკადემიური პროგრამების გაძლიერებას, საქართველოში კი ამ პროფესიის შექმნასა და განვითარებას.  პროექტის ფარგლებში მზადდება და სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული მასალით საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აკადემიური კურსები და პროგრამები.

პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ამოქმედდა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.  პროექტში ჩართულმა ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის მოამზადეს სასწავლო კურსი „ადრეული ენობრივი განვითარება და განვითარების სტიმულირება“; ასევე შეიმუშავეს მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსები, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების ჩატარება.

საერთაშორისო კონფერენციაში ბსუ-ს, პროექტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენელებთან ერთად, სტუმრის სტატუსით  დარგის სპეციალისტები, ენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვების მშობლები და განათლების მიმართულების სტუდენტები მონაწილეობენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა