25 ნოემბერი 2020 წელი
24-28 ნოემბერს „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით“ (Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning - Love Distance) პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ტრენერთა ტრენინგი „ბარსელონა 2020“ გაიმართა. ონლაინ ტრენინგი, რომელშიც 50-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, იბერო-ამერიკული უნივერსიტეტის ფონდის (FUNIBER) ICT ჯგუფის მიერ შექმნილ ვირტუალურ კამპუსში ჩატარდა.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ვირტუალურ სასწავლო გარემოში დიდაქტიკური პროგრამების შემუშავების ინსტრუმენტებს, ელექტრონული სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგიასა და ტექნიკას, ICT–ზე დაფუძნებულ ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებს და ციფრული უნარებს, რომლებიც აუცილებელია ონლაინ სწავლების გასაუმჯობესებლად.
ტრენერთა ტრენინგში პროექტში Love Distance-ში ჩართულმა ოთხმა პერსონალმა - ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კორძაიამ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა მაკარაძემ, ამავე ფაკულტეტის ასისტენტმა ამირან შარაძემ და ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მასწავლებელმა ნინო მიქელაძემ მიიღეს მონაწილეობა.