ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

გლობალური ტენდენციები და განვითარების პრობლემები - პედაგოგიური მეცნიერებები და სკოლამდელი განათლება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და ხარკოვის ეროვნულ  პედაგოგიურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ონლაინ საერთაშორისო მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე:  „გლობალური ტენდენციები და განვითარების პრობლემები-პედაგოგიური მეცნიერებები და სკოლამდელი განათლება“. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის, თელავის, უკრაინის, სომხეთის, ბელორუსიის  უნივერსიტეტების პრორექტორებმა და პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის წევრებმა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმენ ბსუ-ს რექტორის  მოადგილე  თამარ სირაძე,  პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ასოც. პროფ. ნატო შეროზია, პროფესორები: გული შერვაშიძე, ლელა თავდგირიძე, ფილოლოგიის დოქტორი დალი დობორჯგინიძე, დეპარტამენტის სპეციალისტი ქეთევან თადუმაძე.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ადრეული განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, პროგრამის მისაღწევი შედეგებისა და სასწავლო კურსების შესახებ. დაისახა სამომავლო გეგმები, გამოითქვა ერთობლივი  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნის სურვილი.

  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა