26 მაისი 2021 წელი
წარმატებით გაიარა პროგრამული აკრედიტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის „კომპიუტერული მეცნიერების“ საბაკალავრო და „კომპიუტერული მეცნიერების” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებმა. აკრედიტაციის სტანდარტები საგანმანათლებლო პროგრამებმა დააკმაყოფილა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით სრული, 7-წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.