23 აგვისტო 2021 წელი
წარმატებით გაიარა პროგრამული აკრედიტაცია ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ და ფიზიკის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებმა. აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილა პროგრამებმა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით სრული აკრედიტაცია მოიპოვა. ვულოცავთ ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.