27 აგვისტო 2021 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ მონაწილეობა მიიღეს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წყალტუბოში გამართულ სემინარში. ორდღიანი სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ბავშვის უფლებათა ცენტრების ხედვა, მისია და სტრატეგიული მიზნები. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ იმ შვიდი პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგენლები, სადაც ბავშვის უფლებების ცენტრებია გახსნილი.