ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

„Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის ეგიდით გამართულ მრგვალ მაგიდასა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფეორ-მასწავლებლებმა

სურათი

,,Erasmus+“-ის საგრანტო პროექტში „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვის და ინდუსტრიული კომპეტენციების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილებების პრევენციისათვის“ ჩართულმა პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდაში „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვის და ინდუსტრიული კომპეტენციების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილებების პრევენციისათვის“ და საერთაშორისო კონფერენციაში „უმაღლესი განათლების ეკოლოგიური ორიენტაცია - მეთოდოლოგია და პრაქტიკა - 2021“. ღონისძიებებზე საკუთარი შეხედულებები წარმოადგინეს პროექტის კოორდინატორმა ბსუ-ში, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა თამარ ღოღობერიძემ, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დარეჯან ჯაშმა და ასისტენტ პროფესორი ნუნუ ნაკაშიძემ.

მრგვალი მაგიდა და საერთაშორისო კონფერენცია  2021 წლის 29 ოქტომბერს, ხარკოვის საავტომობილო და სარკინიგზო ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდა. 

საერთაშორისო კონფერენციაში „უმაღლესი განათლების ეკოლოგიური ორიენტაცია - მეთოდოლოგია და პრაქტიკა - 2021“  დარეჯან ჯაშმა და ნუნუ ნაკაშიძემ წარმოადგინეს მოხსენება თემაზე: „ეკოლოგიური განათლების უზრუნველყოფის თავისებურებები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა აგროეკოლოგიის მიმართულებით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა