19 ნოემბერი 2021 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ინიციატივით, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში „ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მსოფლიო დღეს“ გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე: „უსაფრთხო სკოლა-არაძალადობრივი გარემო მოზარდებისთვის“. დისკუსია მიეძღვნა: უსაფრთხო სკოლის პოლიტიკას საქართველოში; ბულინგის, სკოლაში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის შემთხვევების მართვის მიმართულებას; მანდატურების, უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი პირების როლის და ფუნქციების განხილვას სკოლებში; ასევე აღნიშნული ფუნქციების შესრულების გზაზე მიღწეული პროგრესის, არსებული ბარიერებისა და გამოწვევების დაძლევის შესაძლო გზებს.
შეხვედრა გახსნეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანემ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენელმა მაიკო ჩიტაშვილმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტებმა, ფსიქოლოგებმა, ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორმა ნანა ჩარექიშვილმა, მოსწავლეებმა, სკოლის მანდატურმა და სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნის საქმეში მანდატურებისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების როლის მნიშველობაზე.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორმა ლელა თავდგირიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნატო შეროზიამ.
დისკუსიაზე დაისვა კითხვები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
-
უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში;
-
ძალადობა სკოლაში-ფორმები და გამომწვევი მიზეზები;
-
ბულინგი სკოლაში;
-
ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლაში;
-
ემოციური უსაფრთხოება;
-
მანდატურები სკოლის ცხოვრებაში;
-
სკოლაში ძალადობის პრევენცია.