საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიონანოაგენტების კვლევის თანამედროვე მეთოდები“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო სესიის მიზანია საქართველოში გრძელვადიანი ინოვაციური პოტენციალის გაუმჯობესება და მათი პოპულარიზაცია. კონფერენცია ხელს შეუწყობს ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას (ბიო – სამედიცინო და ბიოფიზიკა, ფიზიკური კვლევა, ინფორმაციული ტექნოლოგია და სისტემები), ასევე კვლევისა და ინოვაციური პროდუქტების, ცოდნისა და იდეების გაცვლას ბაზრიდან კვლევამდე და პირიქით. სამდღიან სესიაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები.
კონფერენციის დროს წარმოდგენილი სამეცნიერო და ინოვაციური მიღწევები ხელს უწყობს შემუშავებული ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების შემოქმედებითი იდეების ინოვაციურ პროდუქტებად თუ პროცესებად გადაქცევას. ასევე შესაძლებელი იქნება მიღწევების საფუძველზე ოპტიკურ სპექტრომეტრიაში, ლაზერულ და მოლეკულურ ფიზიკაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და სისტემებში, ბაზარზე ორიენტირებულ ახალი ბიოფიზიკური და ბიო-სამედიცინო მეთოდებისა და ხელსაწყოების შექმნა.
ვირუსული ნაწილაკების საერთო და სპეციფიკური თვისებების შესწავლას დიდი პოტენციალი აქვს ახალი კონცეფციების დასამუშავებლად ბიომოლეკულების გამოვლენისა და აღქმისათვის, მაკრო/მიკრო გარემოზე დაკვირვების, სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.
ინდივიდუალური ვირუსული ნაწილაკების სწრაფად, უშუალოდ და შერჩევითად გამოვლენის შესაძლებლობამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ჯანდაცვაზე, კლინიკური გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაზე და მიგვიყვანოს უკეთეს შედეგამდე ჯანდაცვაში.
სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა:
-
ოპტიკური მეთოდების და სპექტროსკოპიის პოტენციალის შესწავლა ბიოაგენტების კონტროლისა და კვლევის საკითხში;
-
ჯამურ-სიხშირული გენერაციის და სხვა ინფრაწითელი და რამანის სპექტროსკოპიული საშუალებების გამოყენების მარტივი და ეფექტური გზების შესწავლა ვირუსებისა და სხვა ბიონანონაწილაკების ვიბრაციული თვისებების გასაზომად;
-
სხვადასხვა ვირუსებში ვიბრაციის ეფექტების გაზომვის მოდელირებისა და სიმულაციის მეთოდის შემდგომი შემუშავება;
-
მკვლევარებისა და მეწარმეებისთვის ბაზრის შექმნა ახალი სპექტრომეტრული მეთოდების დანერგვისთვის პრაქტიკულ ბიო-სამედიცინო საქმიანობაში;
-
პათოგენური მიკროორგანიზმების ვიბრაციული თვისებების განსაზღვრის სამოდელო და ექსპერიმენტული მეთოდები;
-
ვირუსის მსგავსი ნაწილაკების ვიბრაციული პარამეტრების გაზომვისთან დაკავშირებული პატენტები;
-
შემუშავებული მეთოდის გამოყენების საკითხები ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და კლინიკებში.
საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტი:
პაატა კერვალიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ევრო ხმელთაშუაზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტი;
ქრისტოფ ჰუმბერტი - CNRS კვლევითი დირექტორი, პარიზ - საკლეს უნივერსიტეტი;
ვაცლავ გუდოვსკი - შვედეთის, სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (KTH) ნეიტრონებისა და რეაქტორების ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი და ბირთვული ენერგიის ტექნოლოგიის ცენტრის დირექტორი;
ჯერემი რამსდენი - ბუკინგჰემის უნივერსიტეტის პროფესორი;
პედრო დე ოლივიერა - პარიზ - სამხრეთის უნივერსიტეტის პროფესორი და ქიმიური- ფიზიკის ლაბორატორიის ვიცე დირექტორი;
ლასლო საიტი - ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი და განყოფილების ხელმძღვანელი;
დიმიტრი ცელესი - დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი, ევრო ხმელთაშუაზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
სტანე პეჟოვნიკი - ლიუბლიანის უნივერსიტეტი, ევრო ხმელთაშუაზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის პრეზიდიუმი წევრი.
საერთაშორისო კონფერენცია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში იმართება.