ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ღასან ხალილის ღია ლექცია თემაზე: "ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული განათლება"

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში  ღასან ხალილიმ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე "ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული განათლება". ღასან ხალილიმ შეხვედრაზე  ყურადღება გაამახვილა სწავლების მეთოდებსა და თანაბარ შესაძლებლობაზე, მასწავლებელთა სახლის ფუნქციებსა და მასწავლებელთა გადამზადების აუცილებლობაზე, ასევე ისაუბრა მოსწავლეთა და სტუდენტთა უფლებებსა და კომპეტენციებზე.

ღია ლექციას ესწრებოდნენ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტისა და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში  ღასან ხალილიმ  ბსუ-ში UNICEF-ის მიერ გახსნილი ბავშვთა უფლებების ცენტრი დაათვალიერა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა