18 იანვარი 2022 წელი
20 იანვარს, 19:00 საათზე კომპანია Axon-ის ინჟინერ პროგრამისტთა გუნდი სტუდენტებს სთავაზობს ონლაინ სემინარს თემებზე: „პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა არის მეტი ვიდრე კოდირება“ და „რას აკეთებს QA ინჟინერი?“. სემინარი ჩატარდება ლაივ სტრიმის სახით იუთუბიზე https://youtu.be/oNHq7WwUwAw ან შეგიძლიათ შეუერთდეთ Axon-ის არხს ტელეგრამზე: https://t.me/axongeorgia
სემინარი იმართება „Erasmus +“-ის პროგრამის პროექტის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0 -ის მეშვეობით“ – HEIN 4-ის და კომპანია AZON-ის მხარდაჭერით.
სემინარის მონაწილეებს საშუალება ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში დასვან მათთვის საინტერესო კითხვები სემინარის თემებთან დაკავშირებით.
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კომპანიასთან, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესების, სტუდენტებში პრაქტიკული უნარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციების გამომუშავების მიზნით. ფაკულტეტის ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია კომპანია Axon-ი (https://www.axon.dev/. ორგანიზაცია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროსთვის საინტერესო პროგრამული პაკეტების შემქმნელი. კომპანია აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების მოზიდვაზე, მათთვის ეფექტური ტრენინგების შეთავაზებასა და დასაქმებაზე.